LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში ფეხბურთელებმა სახეზე წითელი ხაზი გაიკეთეს: წითელი ბარათი ქალებზე მოძალადეებს

rued471fcec3a

იტალიის ჩემპიონატის მოთამაშეები მატჩებზე სახეზე წითელი ხაზებით გავიდნენ. ეს გახლდათ აქცია ქალების მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით.

რონალდოც შეუერთდა.

სერია ა-ს ვარსკვლავებმა სახეზე წითელი ხაზები გაიკეთეს და ამით საქველმოქმედო ორგანიზაციის WeWorld Onlus-ის კამპანიას შეუერთდნენ, რომელიც ქალებისა და ბავშვების უფლებებს იცავს.

კონკრეტულად ეს აქცია წითელ ბარათს ნიშნავს ძალადობის წინააღმდეგ.

„ჩვენ ყველამ მაგრად უნდა ვიმუშაოთ, რომ ამ ველურობას ბოლო მოვუღოთ. ფეხბურთი მზადაა თავისი როლი ითამაშოს. ქალების მიმართ ძალადობის ფენომენი სულ უფრო მიუღებელი ხდება“, – განაცხადა სერია ა-ს პრეზიდენტმა გაეტანო მიკიჩემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები