LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა: ის 23 წლის სტუდენტია

548
1000x-1

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უწყებათაშორისი კომისიის დღევანდელ სხდომაზე საბჭოს წევრებს განუცხადა, რომ იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. დავით ზალკალიანის განმარტებით, საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე დაუკავშირდა იტალიის ქალაქ ვიტერბოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ქალი, რომელმაც განაცხადა, რომ აღენიშნებოდა მაღალი სიცხე და სისუსტე. მინისტრის თქმით, ამ დროისათვის საქართველოს მოქალაქე რომის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება და მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

იტალიური მედია იუწყება, რომ დაინფიცირებული 23 წლის სტუდენტი გოგონაა.

“საქართველოს საკონსულო მყისიერად დაუკავშირდა იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს, რის შემდეგაც მოქალაქე სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა რომის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა. საქართველოს მოქალაქეს ჩაუტარდა გამოკვლევა ახალ კორონავირუსზე და დღეს მიღებული პასუხების შედეგად, ქალს დაუდგინდა კორონავირუსი. მოქალაქე რომის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია. მინისტრის განცხადებით, საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში მუდმივ კავშირზეა როგორც თავად პაციენტთან, ასევე მისი ოჯახის წევრებთან და კლინიკის ხელმძღვანელობასთან”, – ნათქვამია საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გოგონა ვენეციაში იმყოფებოდა, დაბრუნებულზე თავი შეუძლოდ იგრძნო და თავად მიაკითხა სამედიცინო დაწესებულებას.
ქალაქი ვიტერბო იტალიის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, რომიდან დაახლოებით 100 კმ-ში.

კარანტინში ან თვითიზოლაციაში მყოფ პირებს გაცდენილი სამუშაო დღეები აუნაზღაურდებათ: როგორ მოხდება ანაზღაურება?

ასევე, დღევანდელ სხდომაზე უწყებათაშორისმა საბჭომ მოისმინა ინფორმაცია ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე. მათ შორის, მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა დანიშნულების დაწესებულებაში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებასა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმებაზე.