LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში მხოლოდ ერთ დღე-ღამეში 1590 ადამიანი გამოჯანმრთელდა

2056
იტალია 3

მიუხედავად იმისა, რომ იტალიამ კორონავირუსით დაინფიცირებულებისა და გარდაცვლილების რაოდენობით ჩინეთს დიდი ხანია გადაუსწრო, როგორც ჩანს, ასევე იზრდება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც.

ბოლო 24 საათში 1590 ადამიანი განიკურნა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ასევე ბოლო დღე-ღამეში იტალიაში კორონავირუსით 812 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1648 ადამიანი კი დაინფიცირდა.

იტალია კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებლით მსოფლიოში პირველი ქვეყანაა. რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებელს ყველაზე მეტი დაინფიცირებული აშშ-ს ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები