LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში საქართველოს საელჩო საკარანტინო პირობების ცვლილებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

140
88kzux3y23nkd98

იტალიაში საქართველოს საელჩო მოქალაქეებისთვის 4 მაისიდან საკარანტინო პირობების ცვლილებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. ახალი წესების შესახებ ინფორმაცია საელჩოს გვერდზეა განთავსებული. უწყების განმარტებით, დღეიდან რამდენიმე სიახლეა იტალიის რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ახლობლების ნახვის შესაძლებლობა გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ მიეცემათ. განცხადების მიხედვით, ნებისმიერ შემთხვევაში სავალდებულოა შეკრებების თავიდან აცილება.

• საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ დახურულ ადგილებში (მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და კომერციული დაწესებულებები) ნიღბის გამოყენება სავალდებულო ხდება;
• ახალი Dpcm ასევე ითვალისწინებს სახლში დარჩენის ვალდებულებას ყველასთვის, ვისაც აქვს სუნთქვასთან დაკავშირებული სიმპტომები და ტემპერატურა 37.5 გრადუსზე მაღლა;
• 4 მაისიდან შეგიძლიათ, დაუბრუნდეთ მოტორიკულ და სპორტულ აქტივობას, ინდივიდუალურად, თუნდაც სახლიდან შორს;
• კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ეხება დაკრძალვის ცერემონიას, რომელში მონაწილეობაც შესაძლებელია მაქსიმუმ 15 ადამიანისთვის, ისევ და ისევ დამცავი ნიღბებით;
• 4 მაისიდან შესაძლებელი ხდება ბარებსა და რესტორნებში შეკვეთის ადგილზე მიცემა და მისი პირადად გამოტანა (Take away). ბუნებრივია, ძალაში დარჩება აქამდე არსებული შეკვეთის გამოძახების და სახლში მიტანის სერვისიც;
• უამრავი საწარმო და სამრეწველო ობიექტი აღადგენს საქმიანობას;
• მუშაობას იწყებენ საწარმოო და სამშენებლო სექტორები, მათთან დაკავშირებული ყველა საბითუმო საქმიანობასთან ერთად, სამუშაოზე უსაფრთხოების ზომების მოქმედი წესების დაცვით – წერია საელჩოს განცხადებაში.

საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ სახლიდან გასვლისას ისევ სავალდებულოა ავტოსერტიფიკატი, სამუსაო კომპანიის საშვი ან დამსაქმებლის წერილი. გადაადგილება დასაშვებია ყოველდღიური საჭიროებების მიზეზით. 

“ავტოსერტიფიკატი ისევ აუცილებელია ყველა გადაადგილების დროს (სურსათის ყიდვა, აფთიაქში წასვლა, ნათესავების მონახულება და ა.შ.) , გარდა სამსახურში წასასვლელად, სპორტული აქტივობისას ან სეირნობისას. სამსახურში სიარულის დროს თან უნდა იქონიოთ კომპანიის საშვი ან დამსაქმებლის წერილი. როგორც აქამდე, გადაადგილება დასაშვებია ყოველდღიური საჭიროებების, განსაკუთრებული აუცილებლობის, სამუშაო მიზეზების და ჯანმრთელობის მიზეზების გამო.
• შეგიძლიათ წახვიდეთ სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში, თამბაქოს მაღაზიებში, საკანცელარიო მაღაზიებში, წიგნებისა და ბავშვის ტანსაცმლის მაღაზიებში და იმ მაღაზიებში, რომლებიც გაიხსნება 4 მაისის შემდეგ;
• შეგიძლიათ გახვიდეთ ძაღლის გასასეირნებლად;
• შეგიძლიათ გახვიდეთ გარეთ სპორტული აქტივობის დროს;
• შეგიძლიათ გახვიდეთ სასეირნოდ პარკებში და საზოგადოებრივ ბაღებში;
• ოჯახის წევრების/ნათესავების მოსანახულებლად.

ყველა გადაადგილების დროს უნდა გაითვალისწინოთ, რომ აკრძალულია შეკრება და დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია – განმარტებულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

აქვე მოცემულია განმარტება, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებმა უნდა გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია. საელჩო აფრთხილებს საკუტარ მოქალაქეებს, რომ რესპირატორული ინფექციისა და ცხელების სიმპტომების მქონე ადამიანები (37,5°C- ზე მეტი) უნდა იმყოფებოდნენ საკუთარ სახლში, მაქსიმალურად შეზღუდონ სოციალური კონტაქტები და დაუკავშირდნენ მკურნალ ექიმს. გვერდზე ასევე მოცემულია რამდენიმე აქტუალური კითხვის პასუხი.

მყავს არასრულწლოვანი შვილი, შემიძლია თუ არა მასთან ერთად პარკში ან საზოგადოებრივ ბაღში სეირნობა?

დიახ, პარკებში, ვილებსა და საზოგადოებრივ ბაღებში შესვლა ნებადართულია, თუმცა, მკაცრად უნდა დაიცვათ ყველა ფორმის შეკრების აკრძალვა და ერთი მეტრის დისტანცია. ბავშვების სათამაშო მოედნები, რომლებიც ახალი ბრძანებულების თანახმად დახურულია, არ შეიძლება გამოყენებულ იქნას. სხვადასხვა ქალაქის მერმა შეიძლება, თავად გადაწყვიტოს კონკრეტული ტერიტორიების დროებით დახურვა, რომელშიც შეუძლებელია დებულებების შესრულების სხვაგვარად უზრუნველყოფა.

ნებადართულია მოტორიკული ან სპორტული აქტივობა?

გარეთ სპორტული და მოტორიკული აქტივობა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ინდივიდუალურად ტარდება, ან ერთი ოჯახის წევრებისთვის. 4 მაისიდან დაწყებული გარეთ სპორტული და ფიზიკური აქტივობა დაიშვება სახლიდან მოშორებითაც. სავალდებულოა დისტანციის დაცვა მინიმუმ ორ მეტრამდე, თუ ეს არის სპორტი, და ერთ მეტრამდე, თუ ეს უბრალოდ სეირნობას ან სრიბილს (joggling) მოიცავს. ნებისმიერ შემთხვევაში, შეკრებები აკრძალულია. ზემოთ აღნიშნული მოტორიკული ან სპორტული აქტივობის განხორციელების მიზნით, აგრეთვე, ნებადართულია გადაადგილება საზოგადოებრივი ან კერძო სატრანსპორტო საშუალებებით, ამ საქმიანობის განხორციელებისთვის განსაზღვრულ ადგილამდე მისაღწევად.

გაიღება თუ არა ბარები, რესტორნები, სანაყინეები, კაფეები?

4 მაისის შემდეგ, შესაძლებელი იქნება რესტორნებსა და ბარებში შეკვეთის მიცემა. თუ აქამდე ასეთ დაწესებულებებს მხოლოდ მიტანის სერვისი ჰქონდათ, 4 მაისიდან შეგეძლებათ ისარგებლოთ takeaway სერვისით, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ, თქვენ თვითონ მიხვიდეთ და სახლში/ოფისში წაიღოთ მზა საკვები ან სასმელი.

რა წესები მოქმედებს საზღვარგარეთ გამგზავრებისთვის და იქიდან დაბრუნებულებისთვის?

საზღვარგარეთ გამგზავრებისა და იტალიაში დაბრუნების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ვებგვერდს.

ვარ საქართველოში, იტალიაში ცხოვრების ნებართვას (permesso di soggiorno) გასდის ვადა და ვერ ვახერხებ დროულად დაბრუნებას.

იმ შემთხვევაში თუ თქვენს „პერმესოს“ ვადა გაუვიდა ან უახლოეს დროში ეწურება, გაცნობებთ, რომ ( c.d. Decreto Cura Italia-ს თანახმად) მესამე ქვეყნების მოქალაქეების „ცხოვრების უფლების“ ვადა გაგრძელებულია 2020 წლის 31 აგვისტომდე. შესაბამისად, ვადაგასული „ცხოვრების უფლებით“ შესაძლებელია იტალიის ტერიტორიაზე შემოსვლა. იტალიის ტერიტორიაზე შემოსვლის რეგულაციები იხილეთ წინა კითხვაში“, – ნათქვამია იტალიაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები