LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში ტურისტული ავტობუსის ავარიისას დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან

309
ავარიაააააა

იტალიის ქალაქ სიენაში ტურისტული ავტობუსის ავარიისას დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან.

ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს, თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში Imedinews-ს განუცხადეს, რომ მიმდინარეობს დაშავებულთა იდენტიფიცირება და იტალიაში საქართველოს საკონსულოში ოფიციალური შეტყობინება საქართველოს დაშავებული მოქალაქეების შესახებ არ შესულა.

სომხური მედია წერს, რომ ავტობუსში რუსეთის, საქართველოს, სომხეთის და ყაზახეთის მოქალაქეები იყვნენ.

შემთხვევბის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია. არსებობს ვერსია, რომ შესაძლოა მძღოლს ჩაეძინა, ან წვიმის დროს გზაზე კონტროლი დაკარგა.

BBC წერს, რომ 1 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა.

იტალიური გაზეთის Corriere della Sera-ს ცნობით კი დაშავებულების რიცხვი 15- ს აღწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები