LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიიდან და საბერძნეთიდან ფულადი გზავნილები გაგვეზარდა, რუსეთიდან – დიდი კლებაა

185
sending-money-internationally-994x400

2020 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 131.8 მლნ აშშ დოლარი (421.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 9.6%-ით (13.9 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2019 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.8% იმ 14 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მაისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის მაისში მთელი ფულადი გზავნილების 89.9% მოდიოდა.

აღსანიშნავია, რომ ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი კლება რუსეთიდან განხორციელებულ გზავნილებზე დაფიქსირდა – 43.1%. ფულადი გზავნილების კლება გვაქვს ასევე: გაერთიანებული სამეფოდან, ესპანეთიდან, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან… თუმცა, მაისში აპრილისგან განსხვავებით, კვლავ გაიზარდა ფულადი გზავნილების მოცულობა იტალიიდან, საბერძნეთიდან და გერმანიიდან.

რაც შეეხება გადარიცხვებს, 2020 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 13.6 მლნ აშშ დოლარი (43.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის მაისის (20.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 33.7%-ით ნაკლებია.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები