LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიის აეროპორტები იხურება – გაიგეთ, როდემდე ვერ გაფრინდებით სამოგზაუროდ

15297
Aeroporto-di-Bologna-Borgo-Panigale-(-Guglielmo-Marconi-)-01

იტალიის 2 აეროპორტი დროებით იხურება, საუბარია ბოლონიისა და ვერონას საერთაშორისო აეროპორტებზე. როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის შემოდგომაზე, კერძოდ სექტემბერში დაიხურება ბოლონიის აეროპორტი, ხოლო ოქტომბერში – ვერონას აეროპორტი.

აეროპორტების ადმინისტრაციამ ავიაკომპანიებს და მგზავრებს აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უკვე მოაწოდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და იტალიის ქალაქ ბოლონიას შორის ფრენებს რამდენიმე ავიაკომპანია ასრულებს, ესენია:  Wizz Air, Ryanair, Georgian Airways.

დაგეგმილი სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების გამო, ბოლონიის გუგლიმო მარკონის აეროპორტი საჰაერო მოძრაობისთვის 2020 წლის 16 სექტემბრიდან დაიხურება. აეროპორტი მუშაობას რამდენიმე დღეში, 2020 წლის 21 სექტემბერს, 06:00 საათზე განაახლებს. ინფორმაციას სააგენტო avianews ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები