LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იუმორი არის ყოველთვის ძალიან კარგი” – მამუკა ბახტაძე “გამოქანებაზე” კალაძის სკანდალურ ფრაზას აფასებს

baxtadze

„კახას სიტყვები არის არაეთიკური?“ – ასე უპასუხა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ კითხვას, რომელიც კახა კალაძის „ხუმრობის“ ეთიკურობას ეხებოდა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ქალაქის მერმა, სიძულვილის ენას იუმორით უპასუხა და ეს ძალიან კარგია.

„ყველაზე ცუდი დასამახსოვრებელი ამ არჩევნებზე, იყო სიძულვილის ენა, რომელსაც იყენებდნენ პოლიტიკური ოპონენტები და პოლიტიკოსების ნაწილი განაგრძობს ამ რეჟიმში ცხოვრებას.

მთაწმინდაზე ადგილს ვაფართოებთ და მიშას შეუძლია, ჰოლანდიიდან გამოექანოს - კახა კალაძე ოპოზიციას პასუხობს [ვიდეო]

სოციალურ ქსელში შეიქმნილია გვერდი www.gamoeqa.net ვებგვერდზე მხოლოდ თბილისის ანძის ფოტოა.

ეს იყო მიუღებელი. ჩვენი პოლიტიკური გუნდის პოზიცია არის, რომ ეს არის მიუღებელი. ოპონენტებისთვის კი, ეს ცხოვრების ფასეულობაა. ამასთან ერთად, არსებობს იუმორი და იუმორი არის ყოველთვის ძალიან კარგი,“ – განაცხდა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, კახა კალაძემ ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა, რომ მთაწმინდაზე ადგილი ფართოვდება “გამოსაქანებლად”.

https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/2578159065533152/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები