LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პირველ მოადგილედ დავით მათიკაშვილის არჩევის საკითხი დღეს განიხილება

20190114132325

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი პირველ მოადგილედ დავით მათიკაშვილის არჩევის საკითხს განიხილავს.

„მივიღე გადაწყვეტილება ბატონი დავითის პირველ მოადგილედ წარდგენის შესახებ. რა თქმა უნდა, ამ საკითხთან დაკავშირებით გაიმართა პოლიტიკური კონსულტაცია და ეს გადაწყვეტილება პარტიის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით მივიღე“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომიტეტზე ასევე „ევროპული საქართველო“ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებასთან დაკავშირებით ახალ კანონპროექტს წარადგენს. კანონპროექტის მიხედვით, ყველა მოსამართლეობის კანდიდატი უნდა წარდგეს საზოგადოების წინაშე და სრულიად გამჭირვალე ჩატარდეს მათი შერჩევის პროცესი.ოთარ კახიძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რიგით წევრებს უნდა მიეცეთ საშუალება, რომ კანდიდატი დაასახელონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები