LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუსტიციის საბჭოს მდივანი უვადო მოსამართლედ დაინიშნა

160
29496627_1859726144046318_2977227430726467584_o

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის უვადო მოსამართლედ დაინიშნა.

აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 11 ხმით მიიღო.

გიორგი მიქაუტაძეს განაცხადები თავდაპირველად შეტანილი ჰქონდა თბილისის სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების ადმინისტრაციულ პალატებში, თუმცა დღეს, ცნობილი გახდა, რომ სააპელაციო სასამართლოში კანდიდატურა მოხსნა და მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში დატოვა.

43 ვაკანტურ ადგილზე განაცხადი 78 კანდიდატს აქვს შეტანილი.

კანდიდატებს შორის გიორგი მიქაუტაძესთან ერთად იუსტიციის საბჭოს სხვა მოსამართლე წევრებიც იყვნენ: რევაზ ნადარაია, ირაკლი ბონდარენკო და და ვასილ მშვენიერაძე, თუმცა სამივე მათგანმა(მიქაუტაძის გარდა) კანდიდატურები მოხსნეს.

აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული პირების გარდა კანდიდატებს შორის არიან უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა პირვანდელ სიაში დასახელებული პირები, ასევე მოსამართლეები, რომლებსაც 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვთ. მათ უვადოდ გამწესების სურვილი აქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები