LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივახშმე ცაში – საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის რესტორანი იხსნება

6631
53160189_251890019031326_5469621760326369280_n

საქართველოში სულ მალე ფუნქციონირებას, ქართული ბაზრისთვის სრულიად ახალი კონცეფციის რესტორანი დაიწყებს. კვების ობიექტი კოჯორში, „ბიოლის“ ცენტრშია განთავსებული და მისი გახსნა ოფიციალურად 15 მაისს იგეგმება.

რესტორნის სახელწოდება Dinner in the Sky-ია და ის ამავე სახელწოდების კონცეფციის მიხედვით აშენდა. აღსანიშნავია, რომ Dinner in the Sky -ის კონცეფციის რესტორნები მსოფლიოს 70 ქვეყანაში ფუნქციონირებს, პირველი კი 2006 წელს ბელგიაში გაიხსნა.

რაც შეეხება უშუალოდ კოჯორში აშენებულ Dinner in the Sky-ის რესტორანს, ის სტუმრებს შესაძლებლობას მისცემს 50 მეტრის სიმაღლეზე, სპეციალურ ამწეზე დაკიდებულ მაგიდასთან ივახშმონ. როგორც Dinner in the Sky Georgia-ს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ფრენა სრულიად უსაფრთხოა.

ცნობისთვის, მაგიდების დაჯავშნა უკვე დაწყებულია.

https://www.facebook.com/dinnerintheskygeorgia/videos/272669760286685/?acontext=%7B%22source%22%3A5%2C%22action_history%22%3A[%7B%22surface%22%3A%22page%22%2C%22mechanism%22%3A%22main_list%22%2C%22extra_data%22%3A%22%5C%22[]%5C%22%22%7D]%2C%22has_source%22%3Atrue%7D

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები