LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილი შიშმა აიტანა, მერიდება 92 დეპუტატის ნაცვლად, რა გიქნათ ბიძინამ – ნიკა მელია

209
a85362b

დღეს ბიძინა ივანიშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო მძომეა, ვიდრე გუშინ ამ დროს, – ამის შესახებ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებულმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“სასამართლო სხდომის დაწყებისთანავე მოსამართლეს მივმართე და ვუთხარი ის რისიც გვჯერა, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, იქნება პატიმრობა თუ ნებისმიერი სხვა აღკვეთის ღონიძიების სახე, თუნდაც გირაო, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან ადამიანი, რომელიც არ არის უბრალო მოსამართლე და ის გახლავთ კოლეგიის თავმჯდომარე  ბატონი გოგოხია, რომელიც უახლოესი მეგობარია ჩინჩალაძესი და ჩინჩალაძე-მურუსიძე-გახარიას სასამართლო რა არის კი ვიცით. მე ენას ვერ მოვიჩლექდი და ვერ ვიტყოდი იმას, რასაც არ ვფიქრობ. მგონი აბსოლუტურად ყველას არ მიაჩნია, რომ რომელიმე ცალკე აღებული მოსამართლე მით უფრო პოლიტიზირებულ საქმეზე შეიძლება გამოირჩეოდეს ობიექტური გადაწყვეტილების გამოტანით, მათ რასაც ჩასძახებენ იმას ამოსძახებენ და ეს არა ერთხელ დამტკიცებულა.

მით უფრო, ჩვენ გუშინ ვიხილეთ 92 დაჩოქილი, შეურაცხყოფილი, დამცირებული საქართველოს პარლამენტის წევრები “ქართული ოცნების” რიგებიდან. გუშინ, როცა ის პროკურორები ზუსტად ანალოგიური სიტყვით მიმართავდნენ დეპუტატებს და ალაპარაკეს 92 დეპუტატი, რომ საკმარისია მტკიცებულებები და დამნაშავეა მელიაო და ამიტომ უნდა მივაჭიროთ თითი მწვანე ღილაკსო და რა შეიცვალა ამის შემდეგ? შიშმა აიყოლია ბიძინა ივანიშვილი, ძალიან არასწორ პოზიციაზე იდგა, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე. არ არსებობდა არც ერთი მტკიცებულება, რომ პატიმრობაში წავსულიყავი და საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში თქვენი დახმარებით, მედიას ვგულისხმობ, ეს დაინახა და მათ სხვადასხვა ფორმატში პოზიცია დააფიქსირა, რაც არ დარჩა შეუმჩნეველი ბიძინა ივანიშვილისთვის. პლუს გვჯერა, რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ძალიან სწორი პოზიცია დაიკავეს. დაურეკეს ბატონ გოგოხია მოსამართლეს ჩინჩალაძის ძმაკაცს და უთხრეს, რომ მელია არ უნდა დაიჭიროთო დღეს, არადა შესაძლებლობა რომ ქონოდათ, დაჭერა კი არა, დახვრეტა უნდოდათ ჩემი. მერიდება თქვენს ნაცვლად, 92 დეპუტატს მივმართავ, რა გიქნათ, აბრძანდით ახლა ბიძინა ივანიშვილთან და მოთხოვეთ მას პასუხი, რატომ დაამცირებინეთ საკუთარი თავები ასე”, – განაცხადა მელიამ.

სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონიძიების სახით 30 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები