LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილი ყოველ დილით პარიზიდან იწერს კრუასანს, რომ კაპუჩინოს მიაყოლოს – შალვა ნათელაშვილი

504
BeFunky-collage (3)

“ქვეყნის მმართველი ოლიგარქი ყოველ დილით პარიზიდან იწერს კრუასანს, რათა კაპუჩინოს მიაყოლოს”,- ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ნაძალადევის რაიონში მოვინახულე მრავალშვილიანი ოჯახი. იმ ოთხ შვილიან დედას არ აქვს სახლ-კარი, ამოღებულია ფანჯრები, არ აქვთ გაზი, არც შეშა, არც კომპიუტერი და ვაიფაი.

ეს ოთხი ულამაზესი ბავშვი დარბის ეზოში, სადაც აგრეთვე დარბიან ვირთხები და დასრიალებენ გველები. ეს ყველაფერი კი იმ დროს, როდესაც ქვეყნის მმართველი ოლიგარქი ყოველ დილით პარიზიდან იწერს კრუასანს, რათა კაპუჩინოს მიაყოლოს, რაც დიდი დანაშაულია,“-თქვა შალვა ნათელაშვილმა.

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ნაძალადევის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები