LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილის მთავრობის დანახვაზე ხშირად ყაბაყი მახსენდება – ჩერგოლეიშვილი სახალისო ისტორიას აქვეყნებს

297
chergoyabayi

“ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი, “ფეისბუქზე” მარგარეტ თეტჩერის შესახებ მის საყვარელ ისტორიას აქვეყნებს, რომლის ნამდვილობაშიც დარწმუნებული არაა.

ამ ისტორიას კი ის  „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს და “მის მთავრობას” უკავშირებს.

“ჩემი ერთერთი საყვარელი ისტორია/ლეგენდაა – თეტჩერი არჩევიდან მალევე თავის მხოლოდ კაცებისგან შემდგარი კაბინეტით, რესტორანში შევიდა.

ოფიციანტი: რას ინებებთ?

თეტჩერი: სტეიკს

ოფიციანტი: ბოსტნეული?

თეტჩერმა გადახედა სუფრას და უპასუხა, რომ ბოსტნეულის სტეიკს შეჭამს.

ეს ისტორია მართალია, თუ ტყუილი არ ვიცი და დიდ ბოდიშს ვუხდი თეტჩერის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის მთავრობის დანახვაზე ხშირად ყაბაყი მახსენდება” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები