LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილმა დაგვიანონსა დაისჯებითო, რამდენს დაიჭერენ – ბოკერია გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს

117
გიგა-ბოკერია

“ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ბოკერია,  პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს. ოპოზიციონერი დეპუტატი  6 წლის წინანდელ საქმეზე მისი მოწმის სტატუსით დაბარებას, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ დაჭერებს უკავშირებს და პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს.

გიგა ბოკერია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

გიგა ბოკერიას შეფასებით, ცალკეული ლიდერების დაჭერით, დღევანდელი ხელისუფლება საზოგადოებრივი პროტესტის ჩახშობას ვერ შეძლებს.

“5 წელია ეს საქმე არ გახსენებიათ და ახლა გაახსენდათ, ამ პოლიტიკურ კლიმატში, მაშინ, როდესაც ივანიშვილმა საჯაროდ დაგვიანონსა ოპოზიციურ ლიდერებს, დაისჯებითო. ვართ მზად ამ ტიპის გრძელვადიანი დაპირისპირებისთვის.კიბატონო – რამდენს დაიჭერს,”- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

რასაც ბატონი ბიძინა ამბობს, ყოველთვის სიმართლეა – მაია ცქიტიშვილი

პროკურატურის ინფორმაციით, საქმე წინა ხელისუფლების დროს, უშიშროების საბჭოს მიერ თანხის არამიზნობრივ ხარჯვას უკავშირდება.

“გამოძიებას გააჩნია კითხვები, გიორგი ბოკერიას მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით”, – აღნიშნავენ პროკურატურაში.
უწყება განმარტავს, რომ ბოკერია სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები