LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილმა ვერაფერი შეასრულა, რაც ქართველ ხალხს დაპირდა: გორგი ბარამიძე

71
????????????????????????????????????

ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ რუსთაველის გამზირზე გამართულ “ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე გორგი ბარამიძემ „ფორტუნასთან“ კომენტარი გააკეთა.

„ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ 2018 წლის შემდეგ კიდევ უფრო მეტად დაეცა “ქართული ოცნების” მხარდაჭერა. ეს ყველაფერი კი აისახა დღევანდელ შედეგში. “ქართულმა ოცნებამ” საზოგადოებას ყველანაირი იმედი გაუცრუა, ფაქტობრივად, მან ვერც ერთი დაპირება ვერ შეასრულა, რომლის დროსაც ქვეყანაში უმუშევრობა, სიღარიბე, ფასები, კრიმინალი და კორუფცია გაიზარდა. ასევე გაიზარდა საქართველოდან გაქცეული ემიგრანტების რიცხვი, რომლებმაც უიმედობის, უპერსპექტივობის გამო დატოვეს ქვეყანა. ამ ყველაფერში ქართველმა საზოგადოებამ დაინახა თუ რა ტიპის ძალასთან გვქონდა საქმე. ამ პერიოდში ივანიშვილს ჩამოეხსნა ნიღაბი და დავინახეთ მისი რეალური სახე. რომელმაც თავისი და თავისი ჯგუფის გამდიდრების გარდა ქართველ ხალხს არაფერი შესთავაზა 8 წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე დღევანდელი მონაცემები არის ობიექტური რეზულტატი.

იმასაც გეტყვით, რომ საქართველოს აქვს იმის პრეცედენტი, რომ როდესაც ქართველი ხალხი გამოუტანს პოლიტიკურ ვერდიქტს, რომელიმე პოლიტიკურ პარტიას მან კეთილი უნდა ინებოს და ღირსეულად მიიღოს ეს ვერდიქტი. როგორც ეს 2012 წელს მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა.  ქართველმა ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენც დავმორჩილდით ხალხის ნებას. ასე რომ, თუ ბიძინა ივანიშვილს აქვს საღი აზრი და ღირსების ნატამალი, იგივე უნდა გააკეთონ ამ შემთხვევაში.

“ქართულ ოცნებას” ვეტყვი, რომ ზეიმს თავი დაანებონ! ეგზიტპოლის კვლევები ცნობილმა კომპანიამ ჩაატარა და ის არ შემცდარა. ბიძინა ივანიშვილმა  ვერაფერი შეასრულა ის, რაც ქართველ ხალხს დაპირდა, თუმცა თავად ცინიზმით ამბობს, რომ ვერ ვიხსენებ რამეს რაც არ შეგისრულეთო”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები