LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ივანიშვილს აწყობს ინფექციის გავრცელება, მან საზღვრები სპეციალურად არ ჩაკეტა” – შალვა ნათელაშვილი

429
83384611-1328912807313005-4044100068716838912-n

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პარტიის ოფისში მორიგი ბრიფინგი გამართა, სადაც მე-4 სპეციალური მიმართვა და მოწოდებები გაავრცელა კორონავირუსთან დაკავშირებით. პარტიის ლიდერის განმარტებით, მან არაერთხელ მიმართა ხელისუფლებას საზღვრების ჩაკეტვასთან დაკავშირებით, თუმცა მთავრობამ მისი რჩევა არ გაითვალისწინა. შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების გათვლა ამ შემთხვევაში არის მარტივი – გადაირთოს ხალხის ყურადღება არსებული რეჟიმის შეცვლიდან. ის მოუწოდებს მთავრობას ქვეყანაში შეწყდეს სწავლის პროცესი.

“კორონავირუსი უკვე საქართველოშია. გათვლა არის მარტივი, ხალხის ყურადღება გადაირთოს რეჟიმის შეცვლიდან აქტიური საპროტესტო მიტინგებიდან და აქციებიდან სასიკვდილო ინფექციაზე. მაგრამ ვარწმუნებ ივანიშვილს, რომ ვერანაირი ვირუსომანია ვერ გადაარჩენს. ახლა მაინც კეთილი ინებეთ და დაურიგეთ ხალხს პირბადეები, შეწყვიტეთ სწავლა ბაღებში, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. ჩვენი ხალხი პანიკიორი არ არის. ეს არის ჩვეულებრივი ვირუსი და შედეგებიც ისეთივეა. ჩვენ მოსაცილებელი გვყავს მთავარი ინფექცია – ბიძინოვირუსი” – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

ქვეყნის პირველმა ლეიბორისტმა განმარტა, რომ ბიძინა ივანიშვილს “აწყობს” ვირუსის გავრცელება საქართველოში, რომ არ მოხდეს ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი თავშეყრა, მიტინგები, აქციები. ნათელაშვილი დარწმუნებულია, რომ მმართველმა ხელისუფლებამ სპეციალურად არ ჩაკეტა საზღვრები. რაც შეეხება ირანთან სახმელეთო საზღვრის ჩაკეტვას, ნათელაშვილი აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” ლიდერს არ სურს პარტნიორების განაწყენება, ვინაიდან ეს ის ტერიტორიაა, სადაც განთავსებულია ივანიშვილის “ოფშორული ზონა”.

“სამწუხაროდ ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა. ჯერ კიდევ რამდენი ადამიანი გადის საკარანტინო პერიოდს, რამდენი სახლში წავიდა შემოწმების გარეშე. ივანიშვილს აწყობს ინფექციის გავრცელება. მან საზღვრები სპეციალურად არ ჩაკეტა. ირანი მისი ოფშორული ზონაა, ამიტომ დატოვა ღია საზღვარი, ბიზნესპარტნიორებს ვერ უღალატებს. მაგრამ მაი წალეკვის ჟამს დააჩქარებს ეს ვირუსი და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მალე ჩაივლის”, – აღნიშნა ნათელაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები