LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილს ფულმა ჩვენს რიგებში ვერ აპოვნინა ადამიანი, ვინც ღირსებას გაყიდდა – „სხვა ნანუკა“ ეთერში გავიდა [ვიდეო]

5006
BeFunky-collage (2)

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ,,მთავარ არხზე”  ახალ გადაცემაში სულ სხვა, კლასიკური და სერიოზული იმიჯით გამოჩნდა. ,,სხვა ნანუკა” – ასე ჰქვია სოციალურ თოქშოუს, სადაც დღეიდან, როგორც წამყვანი ამბობს, პრობლემის მქონე ნებისმიერ ადამიანს ვიხილავთ.

,,ახლა არის დრო, როცა ყველა უნდა ჩავერთოთ ცვლილებებში და ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის, რომელიც ჩვენ ამ არხზე უკვე მოვიპოვეთ. თითოეული ადამიანების მაგალითზე ვაჩვენებთ სხვებს რა გაწუხებთ, რა გტკივათ, რა არის თქვენთვის ყველაზე მთავარი გამოწვევა. ეს არ იქნება პოლიტიკური გადაცემა , ეს იქნება ადამიანების სივრცე”

ტელეწამყვანმა მიმართვაში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მთავარ არხზე მყოფი მისი ყველა თანაგუნდელი ამაყია, რადგან მათ დაამტკიცეს, რომ მთავარია პრინციპულობა და ერთგულება.

,,ბიძინა ივანიშვილს შეიძლება აქვს რვა მილიარდი, მაგრამ ფულმა ჩვენს რიგებში ვერ აპოვნინა ადამიანი, რომელიც ღირსებას გაყიდდა, საკუთარ პროფესიულ ეთიკას გადააბიჯებდა და სახეცვლილ გადაცემას წაიყვანდა”- ამბობს ნანუკა

 

ტელევიზია ეთერში 9 სექტემბერს გავიდა. ,,მთავარი არხი”  დროებით „იბერიის“ შენობაში განთავსდა.

„10 ათასი ადამიანი გვიყურებდა უწყვეტად, ამას ვერ იყიდით ვერასდროს...დღეს მთავარი არხი დაიბადა!“

,,სამ კვირაში ამ შედეგის დადება მხოლოდ იდეალისტებს და გიჟებს შეუძლიათ...დღეს მთავარი არხი დაიბადა!“

ნანუკა ჟორჟოლიანი: „გუშინ „მთავარ არხს“ 2 600 000-მა ადამიანმა უყურა…“

„რუსთავი 2“-დან წასულ იუმორისტთა ჯგუფს უკვე დაეწყო გადაცემების დაგეგმვის პერიოდი ახალ „მთავარ არხზე“. შეგახსენებთ, რომ „კომედი შოუს“ 50-კაციან გუნდს 13 სახე გამოაკლდა, მათ შორის არიან ვანო ჯავახიშვილი, ვასო ფხაკაძე, ნიკა გრიგოლია, თამარ ლეკვეიშვილი, თათია სულუაშვილი და სხვები.

გვარამიამ არხის შექმნა მას შემდეგ დააანონსა, რაც ტელეკომპანიის ახალმა მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა გაათავისუფლა.

“სანამ დრო გაქვთ, იპარპაშეთ” – როდიდან გავა ეთერში მთავარი არხი?

ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს ტელეკომპანია იბერიის მფლობელებთან აწარმოებს.ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2 მას შემდეგ გადაიფორმა, რაც სტრასბურგის სასამართლომ დროებითი შეჩერების მექანიზმი გააუქმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები