LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილს მიაქვს საქართველო და ახლა რუსთავი 2, საგანგებო სიტუაციაა – სააკაშვილი მობილიზებას აცხადებს (ვიდეო)

571
მიშა 4

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სტრასბურგის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ვიდეომიმართვაში მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილს მთელი საქართველო მიაქვს და ახლა მიაქვს “რუსთავი 2”. მისი თქმით, ყველა ერთად უნდა დავდგეთ და გადავარჩინოთ ქვეყანა.
“გვინდა რომ გვქონდეს ქვეყანა, სამშობლო თუ გვინდა, რომ ის საბოლოოდ  ჩავაბაროთ საქართველოს დაუძინებელ მტერს?”

რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგმა დარღვევა არ დაადგინა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა

სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება

“ახლა არის საგანგებო სიტუაცია, ახლაა ის ბოლო ზღვარი, რომლის იქით ქვეყანა საბოლოოდ იკარგება. გვერდზე გადავდოთ შვებულებები, კარგი ცხოვრება, ჩვენი გეგმები და დავაყენოთ სამშობლო ჩვენზე მაღლა. საზიზღრობამ, ბოროტებამ არ უნდა გაიმარჯვოს”, – ამბობს სააკაშვილი.

https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/videos/1345950068876923/

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები