LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ივანიშვილს რაღად უნდა აბანოს ყიდვა, ის უკვე აბანოშია ” – შალვა ნათელაშვილი

259
BIDZO

“წყალტუბოს აღორძინების პროექტი” ივანიშვილისგან, “ქართული ოცნების” მადლობა ბატონ ბიძინას და ოპოზიციის მწვავე კრიტიკა – შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ ,,წყალტუბო ივანიშვილის დაუცხრომელი მტაცებლობისა და ბოროტმოქმედების გაგრძელებაა”. 

“მოვუწოდებ პარალმენტს, დროზე დაიწყეთ ჩვენი შემოტანილი ,,ქართველი ერის მიმიდინარე და ისტორიული გენოციდის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა და დროზე მიიღეთ, სანამ პუტინის კომენდანტი ოფიციალურად დანიშნულა თბილისში.

,,წყალტუბო არის ივანიშვილის დაუცხრომელი მტაცებლობის და ბოროტმოქმედების გაგრძელება“

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი ამბობს, რომ ყველა, ვინც ივანიშვილს “აჩუქებს” წყალტუბოს, ციხეში წავა. 

გადაეცემა თუ არა ივანიშვილს წყალტუბოში სახელმწიფო ქონება 1 ლარად - მინისტრის კომენტარი

"ყველაფერი კანონის შესაბამისად გაკეთდება, ისე, რომ სახელმწიფო ინტერესი არ დაზარალდეს"

“მიიხედ-მოიხედა მტაცებელმა და გადაწყვიტა, გაათამაშოს მეორე იაფი ფულის ისტორია, რომ არიქა წყალტუბო აღდგება და ყველა ვიქნებით ბედნიერი.

22 სანატორიუმს და 9 აბანოს ყიდულობსო.

მას აბანო აღარ სჭირდება, ის უკვე აბანოშია და ძალიან კარგად ჩანს ყველაფერი, თუ რას წარმოადგენს ის და მისი აღვირახსნილი ხროვა ქართველი ერისა და ჩვენი ხალხისთვის”, – აცხადებს ნათელაშვილი. 

წაიკითხოთ სტატია თემაზე:

მე გადავწყვიტე, გამოვისყიდო უკლებლივ ყველაფერი – ბიძინა ივანიშვილის მადა და გეგმები იზრდება

შეგახსენებთ, ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ „ვინაიდან სახელმწიფოს ამჟამად არ აქვს რესურსი, რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია განახორციელოს წყალტუბოს სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისთვის, მივიღე გადაწყვეტილება პირადად ჩავუდგე სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს

“მე გადავწყვიტე, გამოვისყიდო უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და მოვახდინო მათი სრული რეაბილიტაცია, კურორტის განვითარების ერთიანი გეგმისა და კონცეფციის ფარგლებში“, – ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაშია. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები