LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივლისი-ოქტომბრის პერიოდში საქართველო ვაქცინის 3 მილიონ 200 000-ზე მეტ დოზას მიიღებს

118
ვაქცინა

ივლისი-ოქტომბრის პერიოდში ქვეყანა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 3 მილიონ 200 000-ზე მეტ დოზას მიიღებს, რომელთა შორისაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინები: „ფაიზერის“, „სინოფარმის“, „სინოვაკის“, „ნოვავაქსის“ და „ჯონსონის-ენდ- ჯონსონის“ დოზები იქნება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ივნისის თვეში საქართველო, კოვაქს პლატფორმიდან „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 000-მდე დოზას მიიღებს. „ასტრაზენეკას“ ადმინისტრირებისთვის დამატებითი სამედიცინო დაწესებულებების მობილიზებისა და პროგრამაში ჩართვის საკითხი განიხილება.

„ვაქცინაცია სწორი არჩევანია COVID-19-სგან საკუთარი თავის, ოჯახისა და საზოგადოების დასაცავად. ვაქცინაცია ამცირებს დაინფიცირების, ავადობის და სიკვდილობის რისკს და პანდემიის შეჩერების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

პოპულალურები