LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივნისის ბოლოს მეტროს მუშაობა შესაძლოა თითო საათით შემცირდეს

167
kalamet

შეიძლება, მეტროს მუშაობა თითო საათით შემცირდეს როგორც დილის, ასევე საღამოს საათებში, – ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა. მისივე თქმით, ცვლილება ივნისის ბოლოსთვის, ძალოვანი კაბელის გამოცვლის სამუშაოების უკავშირდება.

მეტროში პრობლემები არის. მთავრობის გასულ სხდომებზე გავაკეთე განცხადება ზუსტად იმაზე, რომ დაწყებული გვაქვს პროექტი ძალოვანი კაბელის შეცვლასთან დაკავშირებით. ეს იქნება ახალი, ევროპული ტიპის ბოჭკოვანი კაბელი. 1966 წლის შემდეგ, როცა მეტრომ ფუნქციონირება დაიწყო, არანაირი ცვლილება არ ყოფილა, იმ დროს გაკეთებული ძალოვანი კაბელი დღესაც ფუნქციონირებს. აუცილებელია ამის მოწესრიგება. 17 მილიონი დოლარი გამოგვიყო აზიის განვითარების ბანკმა ამ პროექტის განხორციელებისთვის. უკვე გვყავს ტენდერში გამარჯვებული კომპანია და ივნისის ბოლოსთვის დაიწყება სამუშაოები, რომელთა წარმოების დრო მალე მეცოდინება. შეიძლება თითო საათით შემცირდეს მეტროს მუშაობა, როგორც დილის, ასევე საღამოს საათებში, რომ კომპანიას ჰქონდეს მეტი დრო, რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს 450 კილომეტრის სიგრძის ძალოვანი კაბელისა და ასევე სასიგნალიზაციო და სავენტილაციო სისტემების ცვლილება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პოპულალურები