LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯაბა კილაძე “ჯინსების თაობაში” ბოლოჯერ ითამაშებს – რატომ ტოვებს სპექტაკლს მსახიობი

2055
jabakiladze

თავისუფალი თეატრი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ 21 წლის შემდეგ, ჯაბა კილაძე სპექტაკლ “ჯინსების თაობას” ტოვებს და ბოლოჯერ 28 სექტემბერს ითამაშებს გეგა კობახიძის როლს.

გთავაზობთ თეატრის განცხადებას:

“ჩვენო ძვირფასო მაყურებელო,
არაჩვეულებრივმა ჯაბა კილაძემ 21 წლის მანძილზე, ღირსეულად, დუბლიორის გარეშე, 2000-ზე მეტჯერ ითამაშო გეგა კობახიძის როლი სპექტაკლში “ჯინსების თაობა”. ახლა დადგა დრო, როცა მან მასზე უფრო ახალგაზრდა მსახიობს უნდა გადასცეს ეს როლი. ერთგულებისათვის, მაღალი პროფესიონალიზმისათვის და უბრალოდ იმისთვის, რომ ის 21 წელია “თავისუფალი თეატრის” წამყვანი მსახიობია და კიდევ მრავალი, მრავალი წელი იქნება ამ თეატრის მსახიობი, ვუთხრათ მადლობა ჩვენს შესანიშნავ, არაჩვეულებრივ ჯაბას 28 სექტემბერს, როცა ის ბოლოჯერ ითამაშებს სპექტაკლში “ჯინსების თაობა”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები