LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯაღმაიძე “გირჩის” ე.წ. მონანიების საბუთზე: ეკლესიაში დაბრუნება სინანულით უსასყიდლოდ არის შესაძლებელი

237
F9447BD1-9929-43D7-AE7E-44EA3168D984-w1023-r1-s

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე ფეისბუკის პირად გვერდზე  “ბიბლიური თავისუფლების” მიერ ე.წ. მონანიების საბუთის 50 ლარად გაყიდვას ეხმაურება.

“გირჩის” თუ “ბიბლიური თავისუფლების” მიერ გაცემული არც ერთი საბუთი, არ წარმოადგენს, აუცილებელ ან საკმარის პირობას, მისი ყოფილი “მღვდელმსახურის” მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში დასაბრუნებლად.არამედ სრულიად უსასყიდლოდ შესაძლებელია მოძღვართან მისვლა სინანულით. “ბიბლიური თავისუფლების” მიერ გაცემულ საბუთს კი სულ ერთია რას უზამენ.ეკლესიაში დაბრუნება სინანულით უსასყიდლოდ არის შესაძლებელი,“ბიბლიური თავისუფლების” მიერ გაცემულ საბუთს კი სულ ერთია რას უზამენ”, – წერს ჯაღმაიძე.

50 ლარად: "ბიბლიური თავისუფლება" მღვდელმსახურებს მონანიების საშუალებას აძლევს

ბიბლიური თავისუფლება თავის მღვდელმსახურებს ეკლესიიდან გასვლის შანსს აძლევს

გირჩის მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაცია ბიბლიური თავისუფლება საკუთარ მღვდელმსახურებს მონანიებისა და ეკლესიის მსახურებიდან გასვლის შესაძლებლობას აძლევს. მათივე თქმით, აღნიშნული მომსახურება 50 ლარი ღირს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები