LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

James Blunt თბილისში კონცერტს გამართავს

79

პოპულარული ბრიტანელი კომპოზიტორი და მომღერალი, ჯეიმს ბლანტი საქართველოში ჩამოდის.

ჯეიმს ბლანტმა პოპულარობა 2004 წელს მოიპოვა, როდესაც მისმა You’re Beautiful”-მა “Goodbye My Lover”-თან ერთად მსოფლიო აღიარება მოიპოვა. მისი ალბომი 2000-იანი წლების ყველაზე რეიტინგულ ალბომად დასახელდა დიდ ბრიტანეთში, მას დიდი წარმატებები ჰქონდა ასევე აშშ-ში და ბევრ სხვა ქვეყანაშიც. ალბომის 11 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. ზოგადად, მუსიკოს მსოფლიოში 20 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული, დაიმსახურა მრავალი პრესტიჟული მუსიკალური ჯილდო, მათ შორის გახლდათ გრემის“ ხუთგზის ნომინანტი.

რადიო „ფორტუნასთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ ჯეიმს ბლანტი საქართველოს მაისში ეწვევა და კონცერტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს. სხვა დეტალები ხვალინდელ პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები