LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის მინისტრი გარკვეულ ადგილებში კოვიდპასპორტების შემოღებას არ გამორიცხავს

140
ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გარკვეულ ადგილებში კოვიდპასპორტების შემოღებას არ გამორიცხავს. ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას ტიკარაძემ განმარტა, რომ ეს ირიბი რეგულაცია იქნება იმისთვის, რომ მეტი ადამიანი აიცრას.

„ადგილები, რომლებიც პირველადი საჭიროების თავშეყრის ადგილებს არ წარმოადგენენ, სავსებით შეიძლება გადავიყვანოთ მანდატორულ მწვანე და წითელი პასპორტების გამოყენებაზე, რაც, რა თქმა უნდა, იქნება ირიბი წახალისება და რეგულაცია, იმისთვის რომ მოსახლეობის უფრო დიდი რაოდენობა ავცრათ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები