LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის მინისტრის განმარტება თურქეთიდან შემოსულ იაფი მედიკამენტების გაძვირებაზე

303
მედიკამენტები

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, თურქეთიდან შემოსული მედიკამენტები არ გაძვირდება და ამ კუთხით აჟიოტაჟი უსაფუძვლოდაა ატეხილი.

„სამწუხაროდ, იყო ბევრი სიუჟეტი, თითქოს პროექტი კოლაფსის წინაშეა, ცრუ დაპირება იყო და ასე შემდეგ. პირდაპირ შემიძლია, გითხრათ, ეს არის ქვეყნის მტრობა და მეტი არაფერი. ყველა დარწმუნდა იმაში, რომ ნამდვილად იგრძნეს მოქალაქეებმა მედიკამენტების გაიაფება და ყოველთვიურად ხარჯები მნიშვნელოვნად შეუმცირდათ. კორექტირება პერიოდულად ყოველთვის ხდება თურქეთში და არანაირი აჟიოტაჟის საფუძველი არ უნდა ყოფილიყო. ზუსტად იგივე იყო თებერვლის თვეში და საერთოდ არ შეტყობია ჩვენს პროექტს, რომელიც თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტს ეხება. ზუსტად იგივე მოხდა ახლაც. დაკორექტირდა ფარმაცევტული კურსი ლირის ევროსთან და საბოლოო ჯამში, ჩვენთან ლარი იმდენად გამყარებულია, რომ ვერანაირი ეფექტი ვერ შეიძლება, ამას ჰქონდეს. რეალურად, ადგილზე ხდება ამის კორექტირება და საბოლოოდ ბენეფიციარი ამას ყიდულობს ლარში“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტების ხარისხთან დაკავშირებით პრეტენზიები არ ყოფილა, არამედ პრეტენზია იყო კონკურენციიდან გამომდინარე.

„რამდენიმე პრეტენზია იყო, მაგრამ სამწუხაროდ, კონკურენციიდან გამომდინარე იყო, როცა იგივე დასახელების მედიკამენტები სხვა ქვეყნებიდან შემოდის და უბრალოდ გვიპროტესტებდნენ იმას, რომ რადგან პარალელური იმპორტი დავუშვით, რასაკვირველია, მათ შემოსავალი მოაკლდათ. ზუსტად 50 მილიონ ლარზე მეტი, რაც ჩვენმა მოსახლეობამ ამ ოთხ თვეში დაზოგა, პირდაპირ მათ შემოსავლებს დააკლდა და ეს სუბიექტური მოტივაცია აქვთ. ხარისხთან დაკავშირებული არანაირი პრეცედენტი არ ყოფილა. მოსახლეობას შემიძლია, ვუთხრა, რომ მშვიდად იყვნენ და არ აყვნენ სპეკულაციას, რომ სტანდარტთან დაკავშირებული პრობლემაა თურქეთში, ფასები გაიზრდება და ასე შემდეგ“, – აღნიშნა აზარაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები