LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე განმარტავს, როდის გაიხსნება სკოლები და ბაღები

825
dsdsds-2020-12-27-14-27-34-994560

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სკოლებისა და ბაღების გახსნაზე საუბარი, ჯერჯერობით, ადრეა. აღნიშნულის შესახებ გაბუნიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.

„სკოლებისა და ბაღების გახსნისთვის ეპიდსურათი არ არის კეთილსაიმედო, ამდენად ამას კიდევ უნდა დავაკვირდეთ. ბევრი ქვეყანა სკოლებისა და ბაღების გახსნის გადაწყვეტილებას იღებს დადებითობის მაჩვენებლის საფუძველზე, თუ ეს არის 5%-ზე ნაკლები, ანუ 3% მაინც უნდა იყოს, რომ ჩვენ ვისაუბროთ სკოლებისა და ბაღების გახსნაზე.“- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ინფექციის გავრცელების დღევანდელი მაჩვენებელი არ იძლევა საშუალებას, სკოლების გახსნაზე ვისაუბროთ: ჯანდაცვის მინისტრი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები