LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თვლის, რომ კარანტინის 14-დღიანი ვადა არ უნდა შემცირდეს

135
jandatsvis-msophlio-organizatsia-w-h

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით 14-დღიანი კარანტინი უნდა შენარჩუნდეს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ რეკომენდაცია ემყარება ვირუსის ინკუბაციური პერიოდისა და გადაცემის მეცნიერულ ახსნას.

კარანტინის პერიოდის ხანგრძლივობა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაა.

მაგალითად საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებული პირებისთვის, ასევე დაინფიცირებულების კონტაქტებისთვის კარანტინის ვადა 7 დღით განისაზღვრება, გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში – 10 დღით, პორტუგალიისა და ხორვატიის ხელისუფლებები კი საკარანტინო ვადის შემცირების საკითხს განიხილავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები