ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ჯანდაცვის სამინისტრო შპს „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის” დირექტორის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს და დაწესებულებაში დროებითი მმართველის დანიშვნას ითხოვს, ამის მიზეზად ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის მიერ გამოვლენილი დარღვევები სახელდება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დაწესებულება ფუნქციონირების ნებართვის გაუქმების საფრთხის წინაშე დგას. მისივე თქმით, ცენტრი ვერ აკმაყოფილებს სანებართვო პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

„აღნიშნულის გამო დაწესებულება 2018 წლის 3 აპრილს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ დააჯარიმა, თუმცა მენეჯმენტის მხრიდან სანებართვო პირობები არ გაუმჯობესებულა. გარდა ამისა, ცენტრს მიმწოდებელთა მიმართ 2018 წლის 31 აპრილის მონაცემებით, 165 000 ლარზე მეტი დავალიანება უფიქსირდება. მიზეზად ბიზნესგეგმის შეუსრულებლობა სახელდება.

ხელოვნურად მოხდა კვების ხარჯების და მედიკამენტების ხარჯების შემცირება 38%-იდან 30%-მდე და ამის ხარჯზე გაიზარდა ადმინისტრაციული ხელფასები და ხარჯები. მენეჯმენტმა ხელფასის სახით გასცა ბიზნესგეგმით გათვალისწინებულზე 81 642 ათასი ლარით მეტი თანხა. ამის გამო კი, ცენტრს წარმოექმნაკრედიტორული დავალიანება,“ – განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის ხელმძღვანელმა კახაბერ ძიმისტარაშვილმა.

დარღვევებიდან გამომდინარე, შიდა აუდიტის დეპარტამენტი მოითხოვს, რომ სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს”, რომელიც  ბედიანის და სურამის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრებს აერთიანებს, გაეგზავნოს აღნიშნული ანგარიში, რათა მან განიხილოს ცენტრის გენერალური დირექტორის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი და დაინიშნოს დროებითი მმართველი. დროებით მმართველს დაევალება, უმოკლეს ვადებში გაწეროს დაწესებულების რეაბილიტაციისა და ფუნქციონირების გაუმჯობესების გეგმა.

მსგავსი თემები