LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის სამინისტრო ფსიქიატრიულში პაციენტის მშობიარობის ფაქტს შეისწავლის

107
sfv f

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე სახალხო დამცველის ანგარიშს ეხმაურება, სადაც საუბარია ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებაში გამოვლენილ შემთხვევაზე. კონკრეტულად, როდესაც პაციენტის ორსულობის დადგენა ვერ მოხერხდა და ქალმა დაწესებულების საპირფარეშოში იმშობიარა. ამის შესახებ სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშზე წერია და განმარტებულია, რომ ფსიქიატრიული პაციენტი სხვადასხვა საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობას, თუმცა ორსულობა ვერსად დაუდგინეს, მიუხედავად იმისა, რომ დაწესებულებებში გინეკოლოგი ჰყავდათ და ქალი გასინჯეს კიდეც. თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ჯანდაცვის უწყება აღნიშნულ ფაქტს შეისწავლის და კვლევის შედეგების მიხედვით სათანადო რეაგირებას მოახდენს.

“ექიმმა ვერ გამოავლინა ორსულობა” – ომბუდსმენის ანგარიშის მიხედით ქალმა ფსიქიატრიული დაწესებულების საპირფარეშოში იმშობიარა

“სრულიად დაუჯერებელია, რომ ორ სხვადასხვა დაწესებულებაში გინეკოლოგმა ორსული ქალბატონი მოინახულა და ვერ გამოავლინა, რომ ორსულად იყო, მით უმეტეს გვიან ვადაზეც. ამ ფაქტს შევისწავლით და როდესაც გვექნება შედეგები, კონკრეტული პასუხიც იქნება ამ შეკითხვაზე და რეაგირებაც უფრო კონკრეტულად იქნება”, – განაცხადა გაბუნიამ.

პოპულალურები