LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაშველებმა ჯანდარის ტბაზე დაკარგული მეთევზეების ცხედრები იპოვეს

162
78512522-2180531598917727-6418545903354773504-o

სამდღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მაშველებმა ​ჯანდარის ტბაზე დაკარგული მეთევზეების ცხედრები იპოვეს.

​შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ჯანდარის ტბაზე საძიებო სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდა. ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი ტექნიკა, ვერტმფრენი, სითბური დრონი და ცოცხალი ძალა, მათ შორის მყვინთავთა ჯგუფები.

უწყება ტბის ფსკერის წყალქვეშა მონიტორინგის სამუშაოებს სპეციალური ტექნიკის საშუალებით აწარმოებდა. პარალელურ რეჟიმში ხორციელდებოდა ტბის სანაპირო ზოლის მონიტორინგი.

გარდაბანში ორ გაუჩინარებულ მეთევზეს ეძებენ

ადგილზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

საძიებო პროცესში ჩრთული იყო აზერბაიჯანის სამაშველო რესპუბლიკაც. სამუშაოები ორი ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განმარტებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ “112”-ში, ჯანდარის ტბაზე ორი მოქალაქის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია ორ დეკემბერს, დღის პირველ ნახევარში შევიდა. მათივე ცნობით, შეტყობინების მიღებისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა მალევე დაიწყეს სამაშველო ოპერაცია.

 

 

პოპულალურები