LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანმო: ბოლო 2 კვირის მანძილზე კოვიდის შემთხვევბის რიცხვი 30 %-ით გაიზარდა

209
ing (1)

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კოვიდ-19 კვლავ გლობალურ საგანგებო მდგომარეობად და გამოწვევად რჩება. 

ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი გაორმაგდა

საგანგებო სიტუაციების კომიტეტში, რომელიც დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შედგება, დღეს განაცხადეს, რომ შემთხვევების ზრდა, ვირუსის ევოლუცია და რიგ ქვეყნებში ზეწოლა ჯანდაცვის სერვისებზე, ნიშნავს, რომ სიტუაცია კვლავ გადაუდებელია.

როგორც როიტერი წერს, WHOს მოხსენების მიხედვით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში კოვიდ-19-ის შემთხვევბი 30 %-ით გაიზარდა.

თუმცა ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მოსახლეობის იმუნიტეტის ზრდამ, რომელიც ძირითადად ვაქცინაციამ ჩამოაყალიბა, შეამცირა ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის რიცხვი.

კოვიდრეგულაციების შემოღების საფუძველი არ არსებობს.. იანვარში ვამბობდი, რომ კოვიდი გადაიქცეოდა ჩვეულებრივ ენდემურ ვირუსად – ჯანდაცვის მინისტრი

კულუმბეგოვი: ადამიანების ფსიქიკაში, თითქოს პანდემია დამთავრდა, მაგრამ.. აღმავალი მრუდის მომსწრენი ვართ, ამას შეგვიძლია „მეშვიდე ტალღის“ დასაწყისი დავარქვათ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები