LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანმო: მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების კლება ფიქსირდება

105
BeFunky-collage (19)

გასულ კვირას მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 3,67 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა კვირის მონაცემებთან შედარებით ცხრა პროცენტით ნაკლებია. ამ მონაცემებზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საუბრობს და აღნიშნავს, რომ , კლების ტენდენცია ყველა კონტინენტზე შეინიშნება, მათ შორის აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

ორგანიზაციის ცნობით, წინა კვირასთან შედარებით ბოლო შვიდი დღის განმავლობაში შვიდი პროცენტით შემცირდა კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვიც და გლობალურად 60 ათასი შეადგინა.

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი – 43.3 მილიონი შემთხვევა აშშ-ია დადასტურებული, მეორე ადგილზეა ინდოეთი 33.5 მილიონზე მეტი შემთხვევით, შემდეგ მოდის ბრაზილია, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი.

პლატფორმა worldometers-ის სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.7 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 207 მილიონს აჭარბებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები