LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანმო – უფრო და უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება, რომ “ომიკრონი” წინა შტამებთან შედარებით უფრო მსუბუქ სიმპტომებს იწვევს

181
1

დღის მიწურულს, მაშინ, როდესაც საფრანგეთში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი ვარიანტის აღმოჩენა მსოფლიოს ახალ თავსატეხს უჩენს – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში პოზიტიურ განცხადებას აკეთებენ. 

როგორც WHO-ს წარმომადგენლები ამბობენ, იზრდება მტკიცებულებები, რომ “ომიკრონის” შტამი მის წინამორბედებთან და, მათ შორის, “დელტა” ვარიანტთან შედარებით, უფრო მსუბუქ სიმპტომებს იწვევს.

“იზრდება მტკიცებულებები, რომ კორონავირუსის “ომიკრონის” ვარიანტი გავლენას ახდენს ზედა სასუნთქ გზებზე, რაც იწვევს უფრო მსუბუქ სიმპტომებს, ვიდრე წინა შტამები.

ჩვენ ვხედავთ უფრო და უფრო მეტი კვლევის შედეგებს, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ “ომიკრონი” აინფიცირებს სხეულის ზედა ნაწილს, სხვა შტამებისგან განსხვავებით, რომლებიც იწვევენ მძიმე პნევმონიას.

ჩვენ ასევე, ზოგიერთ ადგილას, ვხედავთ წყვეტას შემთხვევების მზარდ რიცხვსა და სიკვდილიანობას შორის.

მაგრამ ამის დასამტკიცებლად ჩვენ მეტი კვლევა გვჭირდება”, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინციდენტების მენეჯერმა აბდი მაჰმუდმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

რაც შეეხება საფრანგეთში აღმოჩენილ კორონავირუსის უახლეს – IHU შტამს, რა ვიცით მის შესახებ, წაიკითხეთ ვრცლად:

საფრანგეთში კორონავირუსის ახალი შტამი B.1.640.2. აღმოაჩინეს – მას 46 მუტაცია აქვს

ფხაკაძე: საქართველოში ისე დახვდნენ ახალ წელს, 99.99% შანსია, რომ უკვე ცირკულირებდეს კოვიდის ქართული ვარიანტი