LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯარიმები იზრდება – პარლამენტში ცვლილებებს განიხილავენ

515
591aac7aab4d2

უბილეთოდ მგზავრობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 5 ლარიდან 20 ლარამდე იზრდება. ცვლილებები „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის. ამავდროულად საურავის ოდენობა 50 ლარიდან 40 ლარამდე მცირდება.

კანონპროექტის თანახმად, მგზავრობისას მგზავრი ვალდებულია მგზავრობის დასაწყისიდანვე შეიძინოს ბილეთი, ან ელექტრონული გადახდის საშუალებით განახორციელოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხის გადახდა.

კანონის მიხედვით, მგზავრი ვალდებულია რეგულარულ მარშრუტზე მგზავრობისათვის იქონიოს ბილეთი, შეინახოს იგი მგზავრობის დამთავრებამდე და წარუდგინოს შესაბამის უფლებამოსილ პირებს მოთხოვნისთანავე, რაც მგზავრს ავალდებულებს პრაქტიკულად მგავრობის დასაწყისიდანვე იქონიოს სამგზავრო ბილეთი.

კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს მეორე მოსმენით განიხილება. მისი ინიციატორი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტია.

 

ჯარიმა შშმ პირების პარკინგზე სხვების ავტომობილების გაჩერებაზე

შესაძლოა ჯარიმა გაიზარდოს შშმ პირის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე მანქანის არაშესაბამისი პირის მიერ გაჩერებაზე. კანონპროექტის მიხედვით მოქმედი 10-ლარიანი ჯარიმა, 50 ლარამდე იზრდება. ცვლილებები შედის როგორც დედაქალაქის, ასევე თვითმმართველი ქალაქების ტერიტორიაზე და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში.

კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს მესამე მოსმენით განიხილება.მისი ინიციატორები საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ვანო ზარდიაშვილი, ანრი ოხანაშვილი, სოფო კილაძე და ცოტნე ზურაბიანი არიან.