LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯასტინ ბიბერმა სელენა გომესი ზეინ მალიკთან ღალატში დაადანაშაულა

324

როგორც ჩანს, ჯასტინ ბიბერის და სელენა გომესის კამათი Instagram-ში ძალიან შორს წავიდა. ვარსკვლავები არ შემოიფარგლნენ უწყინარი შენიშვნებით და სერიოზულ შეტევაზე გადავიდნენ.

მილიონობით ინტერნეტ-მომხმარებლის თვალწინ ბიბერმა და გომესმა ერთმანეთს საკმაოდ სერიოზული ბრალდებები წაუყენეს. ბიბერი ფანების ქცევამაც გააღიზიანა და საკუთარი Instagram-ის დახურვით დაიმუქრა, თუ თაყვანისმცემლები მისი ახალი მეგობარი გოგონას, 17 წლის სოფი რიჩის მისამართით შეურაცხმყოფელ კომენტარებს არ დაანებებდნენ  თავს.

”უცნაურია, როცა ის, ვისაც ბევრჯერ უღალატია, სხვას ადანაშაულებს ღალატში. რა გასაკვირია, რომ ფანები აღშფოთდნენ”, – აღნიშნა გომესმა.

ბიბერმა ვერ მოითმინა ყოფილი შეყვარებულის შენიშვნა და მას ზეინ მალიკთან ურთიერთობა შეახსენა. საინტერესოა, რომ სელენა და ზეინი არასდროს უნახავთ ერთად. გომესმა მხოლოდ ერთხელ ახსენა მალიკი ინტერვიუში და ხუმრობით აღნიშნა, რომ აუცილებლად დათანხმდებოდა მასთან პაემანს. იყო თუ არა სიმართლე ბიბერის სიტყვებში, თუ მან უბრალოდ საკუთარი დანაშაულის გადაბრალება სცადა სხვაზე – გაურკვეველია. თუმცა, ისტორიას საკმაოდ მოულოდნელად დასრულდა. ბიბერმა მართლაც დახურა თავისი ექაუნთი და 77,8 მლნ. თაყვანისმცემელს დასწყვიტა გული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები