LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯავახეთის დაცული ტერიტორიები ფართოვდება

204
javaxeti

ჯავახეთის დაცული ტერიტორიები ფართოვდება. პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, ნინოწმინდის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე აბულის, საღამოსა და ფარავნის ტბები და მიმდებარე ტერიტორიები დაცული ტერიტორიების ფარგლებში მოექცევა.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, ჯავახეთის დაცული ტერიტორიების გაფართოება ხელს შეუწყობს ბუნებრივი პროცესების უწყვეტ განვითარებას, ბუნებრივი მრავალფეროვნებით გამორჩეული ჯავახეთის ზეგანის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი, ტერიტორიებისა და საქართველოს წითელ ნუსხასა და ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) გლობალურ წითელ ნუსხაში არსებული გადაშენების კრიტიკული საფრთხის წინაშე მყოფი ორნითო და იხტიო ფაუნის, ფლორის სახეობების შენარჩუნებას, დაცვას და მათი სიცოცხლისუნარიანი პოპულაციების აღდგენას.

პაპანწყურე - მისტიკური და იდუმალი ტბა სამეგრელოში, რომელზეც შესაძლოა ჯერ არ გსმენიათ (ფოტოები)

კამკამა ტბა ტყის შუაგულში მდებარეობს და ირეკლავს ყველაფერს, ხილულს და უხილავს

აღსანიშნავია, რომ აბულის, საღამოს და ფარავნის ტბები, თავისი აკვატორიითა და მიმდებარე ტერიტორიით, უმნიშვნელოვანესი ლიმნოლოგიური ობიექტებია, სადაც ერთდროულად თავს იყრის რამდენიმე საინტერესო ფენომენი: ტბების გენეზისი, ჰიფსომეტრიული მდებარეობა, მიმდებარე ჭარბტენიანი ტერიტორიები, თერმული რეჟიმი, ევტროპიკაციული პროცესები და სხვა..

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები