ჯეფ ბეზოსი Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორი აღარ იქნება. მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა და ამის შესახებ საკუთარ თანამშომლებს წერილობით უკვე აცნობა.

ამავე წერილში ბეზოსი თანამდებობის დატოვების მიზეზებსაც განმარტავს და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით, მას უფრო მეტი დრო და ენერგია ექნება თავის სხვა პროექტებზე ფოკუსირებისთვის, როგორებიცაა: „დედამიწის ფონდი“, კოსმოსური კომპანია „ბლუ ორიჯინი“ და „ვაშინგტონ პოსტი“.

არსებული ინფორმაციით, ბეზოსი 2021 წლის მესამე კვარტალში Amazon-ის დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს, ხოლო აღმასრულებელი დირექტორი Amazon-ის ვებმომსახურების ხელმძღვანელი, ენდი ჯესი იქნება.

ცნობისთვის, Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ამჟამად „ბლუმბერგის“ მილიარდერთა რეიტინგში მეორე პოზიციაზე იმყოფება. მას მხოლოდ ილინ მასკი უსწრებს, რომლის ქონებაც დღეისათვის 208 მილიარდ დოლარს შეადგენს, თავად ბეზოსის ქონების ღირებულება კი, ამ ეტაპზე, 197 მილიარდი დოლარია.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები