LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეიმს კემერონი კიდევ ოთხი „ავატარის“ გადაღებას აპირებს

192

ამერიკელი რეჟისორი ჯეიმს კემერონი კიდევ ოთხი „ავატარის“ გადაღებას აპირებს.

მან დასძინა, რომ იგი მუშაობს მეორე და მესამე ფილმებზე და იმ შემთხვევაში კი, თუ ისინიც წარმატებული აღმოჩნდებიან, ის კიდევ ორ სურათს გადაიღებს, სცენარი კი უკვე მზად არის.

პირველი „ავატარის“ პრემიერა 2009 წლის 10 დეკემბერს შედგა ლონდონში, მსოფლიო-მასშტაბით კი 16 დეკემბრიდან გავიდა. საოცრად მოკლე დროში „ავატარმა“ წარმოუდგენელი მოგება ნახა და მსოფლიოს ყველა დროის მაღალშემოსავლიან ფილმთა სიაში პირველი ადგილი დაიკავა, უკან ჩამოიტოვა რა „ტიტანიკი“, რომელიც 12 წლის განმავლობაში ფლობდა ამ საპატიო ტიტულს. კამერონის დაპირებისამებრ, 2020, 2021, 2024 და 2025 წლებში გამოვა „ავატარის“ შემდეგი ნაწილებიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები