ჯენიფერ ლოპესი ამჯერად Vanity Fair-ის ახალი ნომრის გმირი გახდა. მან ედი მერფისთან და რენე ზელვეგერთან ერთად ახალი ნომრის გარეკანისთვის იპოზიორა. როგორც ყველა მისი ფოტო, ამჯერად აქცენტი მომღერლისა და მსახიობის სექსუალურობაზე გაკეთდა. ფოტოები რეტრო სტილშია გადაღებული. ჯეი-ლო ჯერ წითელ კაბაში, ტელეფონის ჯიხურთან პოზირებს. შემდეგ კი მოტოციკლზე პარტნიორებთან ერთად.

ახალ ნომერში მკითხველი ლოპესის ახალ ინტერვიუსაც გაეცნობა, სადაც ის მომავალ გეგმებზე საუბრობს. ჯეი-ლოს თქმით, ის მალე ამერიკიდან იტალიაში გადასვლას და პატარა სოფელში დასახლებას გეგმავს.

 

 

მსგავსი თემები