LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესს საქმრომ 50 წლის იუბილე რომანტიკულად მიულოცა (ვიდეო)

277
jlo-rodriges-news

დღეს ჯენიფერ ლოპესის დაბადების დღეა. მომღერალი 50 წლის გახდა. ეს ფაქტი კი განსაკუთრებულად აღნიშნა ლოპესის საქმრომ, ალექსი როდრიგესმა. მან „ინსტაგრამზე“ ემოციური პოსტი გააზიარა. ვიდეოკლიპში წყვილის თანაცხოვრების სუკეთესო კადრებია თავმოყრილი:

„გამარჯობა პატარავ, მინდა მოგილოცო დაბადების დღე. შენ საუკეთესო პარტნიორი ხარ, საუკეთესო შვილი, საოცარი დედა, უმაგრესი მომღერალი. ამის გამო უყვარხარ ყველას. მოდი გავხადოთ ეს დღე განსაკუთრებული“, -ამბობს ალექსი როდრიგესი ვიდეოკლიპში.

თავის მხრივ არ დააყოვნა ლოპესის პასუხმაც: „მე ვტირი, მიყვარს ჩვენი ერთობლივი ცხოვრება, ძალიან მიყვარხარ“, – დაწერა ჯეი-ლომ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები