LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯეოსელი“ ყველაზე იაფიან პაკეტს -„მეტი S” აუქმებს

3503
e6a3d989469cedc6cbf420d6616830ac

„ჯეოსელი“ ყველაზე იაფიან პაკეტს -„მეტი S” აუქმებს და მის ნაცვლად საკუთარ მომხმარებელს ახალ პაკეტს სთავაზობს. ტარიფის ცვლილებაზე კომპანიამ მომხმარებლები უკვე გააფრთხილა და მათ შეტყობინებები დაუგზავნა, სადაც ვკითხულობთ:

„გაცნობებთ, რომ 20.08.19-დან აღარ იქნება ხელმისაწვდომი პაკეტი „მეტი S”. გთავაზობთ განახლებულ პაკეტს „მეტი S+” – 150 ლოკალური წუთი, 1000 sms და 300 MB. ფასი – 8 ლარი. ვადა 30 დღე. ყველა პაკეტის სანახავად აკრიფეთ *010#“,- ნათქვამია „ჯეოსელის“ მიერ დაგზავნილ შეტყობინებაში.

ცნობისთვის, პაკეტი „მეტი S“-ის შეძენა მოხმარებლებს 5 ლარად შეეძლოთ. რაც შეეხება,  „მეტი S+”ს, ის 20 აგვისტოდან „ჯეოსელის“ პაკეტებს შორის ყველაზე იაფიანი იქნება და 8 ლარი ეღირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები