LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებულ პირებს 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

49
Untitled design (1)

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურ მკვლელობასა და ცემაში ბრალდებული ორი პირი დამნაშავედ ცნო და 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა.

საუბარია 2020 წლის 22 აგვისტოს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში მომხდარ მკვლელობაზე:

“ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 22 აგვისტოს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ი.ქ.-მ და ვ.ს.-მ ჯგუფურად, გაგუდვის გზით განზრახ მოკლეს ლ.ა. იმავდროულად ვ.ს. ფიზიკურად გაუსწორდა მ.ც.-ს, რომელიც ლ.ა.-ს მკვლელობაში ბრალდებულებისთვის ხელის შეშლას ცდილობდა.” – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილები იმავე დღეს დააკავეს. ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, წარდგენილ ბრალდებებში ორივე პირი სრულად ცნო დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები