LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯიჯი ჰადიდი და ზეინ მალიკი შერიგდნენ (ფოტო)

560

მარტში ცნობილი გახდა, რომ ჯიჯი ჰადიდი და ზეინ მალიკი ერთმანეთს დაშორდნენ. ცოტა ხნის წინ კი მედიაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცნობილმა მოდელმა და მუსიკოსმა მხოლოდ იჩხუბეს და რეალურად ისინი ერთად არიან. პაპარაცებმა სიმართლეს ფარდა ახადეს, როცა წყვილი ნიუ-იორკში ერთად დააფიქსირეს. როგორც ჩანს, One Direction-ის ვოკალისტმა და ცნობილი მოდელმა დაშორება გადაიფიქრეს და ერთად თავს ფანტასტიკურად გრძნობენ.

ფოტოებზე ჩანს, როგორ კოცნიან ისინი ერთმანეთს და არც პაპარაცების გამოჩენას ერიდებიან. მოგვიანებით მალიკმა და ჰადიდმა ქუჩაში გაისეირნეს. ამ დრომდე წყვილს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს მალე მოხდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები