LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯიჯი ჰადიდისა და ზეინ მალიკის იდილია ფანებმაც ვერ დაარღვიეს (ფოტო)

199

გასული უიქენდის მთავარი თემა, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართული, Givenchy-ის მოდის ჩვენება გახდა. წვეულებაზე უამრავ ცნობილ ადამიანთან ერთად, მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წყვილი, ზეინ მალიკი და ჯიჯი ჰადიდი. ცნობილი მუსიკოსი და მოდელი ხელჩაკიდებულები გამოჩნდნენ ჟურნალისტებთან.

ჯიჯი ჰადიდი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა სპორტულ ზედასა და მაღალყელინ ჩექმებში. ასევე სპორტული სტილის სამოსი შეარჩია ჩვენებაზე დასასწრებად ზეინ მალიკმაც.

წყვილმა ჩვენება გაძლიერებული დაცვის თანხლებთ დატოვა, რადგან  ფანებმა მათ თავისუფალი გადაადგილების საშუალება არ მისცეს. როგოც ფოტოებზე ჩანს, წყვილს რომანტიკული განწყობა ფანებმა ვერ დაურღვიეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები