LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯიმ ქერი ახალი დეტექტიური  ფილმის თრეილერში (ვიდეო)

916

ჯიმ ქერი მაყურებლის წინაშე ახალ ამპლუაში წარსდგა, კომიკოს მსახიობს ამჯერად ახალ ფილმში ვიხილავთ, რომლის სახელწოდებაა „ნამდვილი დანაშაული“. მსახიობი ფილმში დეტექტივს განასახიერებს, რომელიც კრისტოფერ კოზლოვის წიგნის მიხედვით ჩადენილ სერიულ მკვლელობებს იძიებს. დეტექტივის ამოცანაა გაარკვიოს, ჩართულია თუ არა თავად პოლონელი მწერალი დანაშაულში.

მართალია ფილმი ჯერ არ გამოსულა, თუმცა კრიტიკოსებმა ჯიმ ქერის თამაშს უკვე მისცეს კარგი შეფასება. მიუხედავად იმისა, როიმ ქერი კომედიური ჟანრის მსახიობია, მას საკმაოდ დეპრესიული ხასიათი აქვს და ამდენად, მსგავსი როლი უცხო არაა. ამ მხრივ არ გაამართლა ქერის წინა ნამუშევარმა ფილმში „რიცხვი 23“, სადაც მისი მონაწილეობა სუსტ თამაშად შეფასდა.

ახალ ფილმში ჯიმ ქერის პარტნიორობას შარლოტა ჰენსბურგი, მარტონ ჩოკაში და კატია ოუტინინი უწევენ. კინოსურათი ბერძენმა რეჟისორმა ალექსანდროს ავრანასმა გადაიღო. ის მსოფლიოს ეკრანებზე 2018 წლის 11 მაისს გამოდის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები