LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯიმ ქერი facebook-ს ბოიკოტს უცხადებს

104

ჰოლივუდის ვარსკვლავი, ჯიმ ქერი მარკ ცუკემბერგის სოციალურ ქსელს ბოიკოტს უცხადებს. მან Facebook-ზე საკუთარი გვერდი გააუქმა. მსახიობის მტკიცებით, Facebook-ი სოლიდურ შემოსავალს ე.წ. „რუსეთის ჩარევის“ წყალობით იღებს. ბოიკოტის მიზეზად,  კერძოდ, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას ასახელებს. ამგვარად, ჯიმ ქერი კონგრესში მიმდინარე გამოძიებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც რუსეთმა ამერიკის საარჩევნო პროცესზე გავლენის მოსახდენად facebook გამოიყენა, სადაც მიზანმიმართულად დეზინფორმაციას ავრცელებდა.  თავდაპირველად, ბრალდებები მარკ ცუკერბერგმა უარყო, თუმცა მოგვიანებით პოზიცია შეცვალა და ბოდიში მოიხადა. facebook-ის ხელმძღვანელობაში აღიარეს, რომ რუსეთის მიერ დაფინანსებულმა პოლიტიკურმა რეკლამამ 126 მილიონი ამერიკელი მომხმარებელი დააზარალა.

პროტესტის ნიშნად ჯიმ ქერიმ კომპანიის აქციები გაყიდა და ამერიკელ ინვესტორებს ანალოგიური ზომებისკენ მოუწოდა.

 

“ვყიდი Facebook-ის აქციებს და ვაუქმებ ჩემს გვერდს, რადგანაც მან ჩვენს არჩევნებში რუსეთის ჩარევით იშოვა ფული და დღემდე არ იღებს ზომებს იმისათვის, რომ ეს ყველაფერი შეაჩეროს. მოვუწოდებ სხვა ინვესტორებსაც, რომლებსაც ჩვენი მომავალი აღელვებთ, იგივე გააკეთონ,“- წერს ქერი Twitter-ის გვერდზე.

 

https://twitter.com/JimCarrey/status/960953156262744065

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები