LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯო ბაიდენი ავღანეთს NATO-ს მიღმა მთავარი მოკავშირის სტატუსს გაუუქმებს

195
ავღანეთი და ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ავღანეთს აშშ-ის NATO-ს მიღმა მთავარი მოკავშირის სტატუსს გაუუქმებს. ამის შესახებ ინფორმაცია თეთრი სახლი ვებგვერდზე გავრცელდა.

პრეზიდენტი ამ ინიციატივით წარმომადგენელთა პალატას მიმართავს.

„გატყობინებთ ჩემი განზრახვის შესახებ, გავაუქმო ავღანეთის, როგორც არა NATO-ს წევრი მთავარი მოკავშირის წოდება.“– ნათქვამია პალატის სპიკერის, ნენსი პელოსისადმი მიმართულ წერილში.

ავღანეთი აშშ-ის NATO-ს მიღმა ძირითადი მოკავშირეების სიაში 2012 წლიდან ფიგურირებდა. აშშ ავღანეთიდან 2021 წლის აგვისტოდან გავიდა, რის შემდეგაც ხელისუფლებაში მოძრაობა „თალიბანი“ მოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები