LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯო ბაიდენი: გთხოვთ, გაიკეთეთ ვაქცინა, გაიკეთეთ ახლავე

70
biden-michigan-ap-rc-200909-hpMain-16x9-1600

აშშ-ის პრეზიდენტი მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ქვეყნის ეკონომიკური აღდგენა პანდემიის კონტროლის გაუმჯობესებაზეა დამოკიდებულია. მისივე თქმით, დაინფიცირების მაჩვენებელი მაღალია იმ შტატებში, სადაც დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი.

„ასე რომ გთხოვთ, გაიკეთეთ ვაქცინა, გაიკეთეთ ახლავე,“- აღნიშნა პრეზიდენტმა.

Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები ბოლო 30 დღის განმავლობაში გასამმაგდა. ამასთან, ბოლო კვირის განმავლობაში, კორონავირუსით დაღუპულთა მაჩვენებელმა 25 %-ით მოიმატა.

18 ივნისიდან 18 ივლისამდე დროის პერიოდში, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობა 12 000 დან 32 ათასამდე გაიზარდა. გაზრდილია საავადმყოფოში მიმართვიანობის მაჩვენებელიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები